LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხერსონის საავადმყოფოში მედიკამენტები მივიტანე, ექიმმა მადლობა გადამიხადა, აზერბაიჯანელ ბიჭს გავუკეთე ოპერაცია და ნარკოზში მყოფი საქართველოს იძახდაო“ – რას წერს გიგა მაქარაშვილი

211
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

უკრაინაში მყოფი ქართველი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც გიგა წერს, ხერსონის საავადმყოფოში მედიკამენტები მიიტანა, ექიმმა კი მას 3 ქართველის გამოჯანმრთელების შესახებ ახარა.

გიგა ასევე აღნიშნავს, რომ ექიმმა მას, აზერბაიჯანელი ბიჭის შესახებ მოუყვა. ის ოპერაციის დროს საქართველოს ახსენებდა.

“ხერსონის საავადმყოფოში მედიკამენტები მივიტანე.

მთავარმა ექიმმა მადლობა გადამიხადა და 3 ყოჩაღი ქართველი ბოლომდე გამოვაჯანმრთელეთო, მახარა.

გავიხარე, ჩავეხუტე…

კიდევ ერთი ამბავი გამახსენდაო – აზერბაიჯანელ ბიჭს გავუკეთე ოპერაცია და ნარკოზში მყოფი საქართველოს იძახდაო მარნეულიდან ყოფილა ჩვენი ძმა, აზერბაიჯანული სახელით და გვარით. გული კი საქართველოსთვის უძგერს როგორც ჩანს!

სადმე მასაც წავაწყდები და აუცილებლად გაგაცნობთ!

ახლა, როცა ქართული ოცნების გადამკიდე, ლამის არცერთი მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ხელი არ ჩაიქნია ჩვენზე!

უნდა გადავრჩეთ!” – წერს გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები