LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერსონში, უკრაინელმა სამხედროებმა 1-ელი ოქტომბრიდან 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

32
1652080289-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონში, უკრაინელმა სამხედროებმა 1-ელი ოქტომბრიდან 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ყირიმზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „აუცილებლად დადგება დღე, როცა აღნიშნული ტერიტორიების გათავისუფლების შესახებაც ისაუბრებენ“.

„მხოლოდ 1-ელი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა. წარმატებაა აღმოსავლეთის მიმართულებითაც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ წარმატებაზე ზაპოროჟიეს ოლქში – იმ ადგილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ოკუპანტები. დადგება დღე, როცა ყირიმის გათავისუფლებაზეც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციითორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში რუსი ოკუპანტებისგან 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მათი ცნობით, 21 სექტემბრიდან უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.

magti 5g