LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხევსურეთში ისტორიული სოფლის – ამღას აღდგენა იწყება

434
amgha-khevsureti-amga-khevsureti-2

ხევსურეთში, საქართველო-ინგუშეთის საზღვართან, არხოტის ხეობის ისტორიული სოფლის, ამღას რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ პროექტს ფონდი „ქართუ“ 2 მილიონი ლარით დააფინანსებს. დაგეგმილია 20-შენობის რესტავრაცია.

აღსანიშნავია, რომ ნასოფლარის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ავთენტური მასალით, მთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მეთოდით.

როგორც ცნობილია, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო სოფლის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება.

ფოტოები აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g