LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი კობახიძის განცხადებებზე: “ეს არის მხარდაჭერა იმ ძალადობის, შეურიგებელი, ძალიან მძიმე კამპანიის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს 37-იანი წლების ელფერით”

284
BeFunky-collage (1)

“ეს არის მხარდაჭერა იმ ძალადობის, იმ შეურიგებელი, ძალიან მძიმე კამპანიის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს 37-იანი წლების ელფერით,” – ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა”.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” კამპანია უკვე ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზარდა.

„დღეს კობახიძის გამოსვლა პარლამენტში იყო სრულიად ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად წახალისება იმისა რაც მოხდა გუშინ, წახალისება იმ აღვირახსნილი კამპანიის, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ. საკუთარი მომხრეების, ყოვლად შავბნელი ძალების მხარდაჭერა, წახალისება, ხელის წაკვრა ასე ვთქვათ და იმის თქმა, რომ ისინი მათ გვერდში არიან.

შეფასებების მომენტიდან კარგა ხანია გავედით ჩვენ უკვე და ვსაუბრობთ ფაქტებით, რომელთა დემონსტრირებაც დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში მოხდა.

ეს არის მხარდაჭერა იმ ძალადობის, იმ შეურიგებელი, ძალიან მძიმე კამპანიის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს 37-იანი წლების ელფერით, ადამიანების მარგინალიზაციით, ჩაქოლვით და უკვე გუშინ ვნახეთ, რომ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა ეს კამპანია,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g