LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მივეცი კახა კალაძეს: კახა კუჭავა

36
untitled-1

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებიდან მალევე თბილისის ერთ-ერთ ოლქში ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. მან მედიას განუცხადა, რომ ხმა მისცა კახა კალაძეს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელებული პროქტების და მისი მომავალი გეგმების გათვალისწინებით.

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი, რომ ალტერნატივა არ აქვს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, – განაცხადა კუჭავამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, არღვევს თუ არა კანონს, როცა ამბობს, კონკრეტულად ვის მისცა ხმა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს დარღვევა არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g