LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლება უნდა დავიწყოთ და მოსახლეობას ახალაშენებული, გარემონტებული ფართი გადავცეთ

342
1

“უნდა დავიწყოთ ავარიული სახლების მთლიანად ჩანაცვლება და მოსახლეობას სრულიად ახალი აშენებული და გარემონტებული ფართი უნდა გადავცეთ”, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, თბილისში ამ დრომდე 10 000-მდე ავარიული შენობაა. მისივე განცხადებით, 365 ავარიული შენობის გამაგრება უკვე დასრულდა:

“365 ავარიული შენობის გამაგრება დასრულდა, 62 შენობის გამაგრება ამ მომენტშიც მომდინარეობს.

ავარიული შენობის გამაგრება არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტა, სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ავარიული სახლების მთლიანად ჩანაცვლება და მოსახლეობას უნდა გადავცეთ სრულიად ახალი აშენებული და გარემონტებული ფართი.” – განახადა ირაკლი ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები