ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ერთმანეთს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცველების ქმედებების განხილვას მოჰყვა.
ოპოზიციამ მოითხოვა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება. კერძოდ, საუბარია ოპოზიციის ლიდერებისა და მხარდამჭერების თელავში არ შეშვებაზე, მომხდარ დაპირისპირებებზე და ოპოზიციის ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებაზე. რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ არის, შესაბამისად, მისი განხილვა ვერ მოხდებოდა.
ბესელიას განცხადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.