გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ხმაურია.
პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.
ამასთან, პატიმრები მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტს შუქის მუდმივი ანთება-ჩაქრობითაც გამოხატავენ.
ციხის გარე და შიდა პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს.