LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური პარლამენტთან – აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

107
BeFunky-collage (4)

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა.

“ფორტუნა” ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, აქციაზე კონკრეტულად რამდენი ადამიანი და რა მიზეზით დააკავეს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, გაყალბებული არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის გასაპროტესტებლად ჯებირებზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახვით პარლამენტის შენობის იერსახე არ ზიანდება.

“ღიმილით მოვდივართ ბატონო პოლიციელო, რომ დავწეროთ დროებით შენობაზე,”- მიმართეს აქტივისტებმა პოლიციას.

აქტივისტების თქმით, არანაირი კანონი არ არსებობს, რომელიც მათ დროებით კედელზე წარწერის გაკეთებას უკრძალავს. რკინის კონსტრუქციასთან, რომელზეც აქტივისტებს წარწერების გაკეთება სურთ, რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები