LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის წინ აქცია არ გაიმართება

83
2121

დღეს პარლამენტის წინ აქცია არ გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას 15:00 საათზე, პლატონ იოსელიანის ქ. 37 მისვლას და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.

ლექსო ლაშქარავას ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.