LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან – გვარამიას პასუხი პროკურატურას

485
235069013

“რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია, პროკურატურის ბრიფინგს “ფეისბუქზე ეხმიანება. როგორც ის წერს ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი: ნიკა გვარამიას დღეს ბრალს წაუყენებენ

ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელძღვანელობით 6 763 510 ლარი იზარალა.

რაც შეეხება ბრალის ნაწილს, გვარამია განმარტავს, რომ სახლი გაყიდა და ეს ფული ასესხა ინტერმედიას, იმისთვის რომ ტელეკომპანიაში ხელფასები გაესტუმრებინა.

ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ასევე აღნიშნავს იმას, რომ დაკითხვაზე ამ თემაზე მისთვის არაფერი უკითხავთ.

“აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.

ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია ინტერმედიაში და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კურუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგ*** ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები,” – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გვარამიას დღეს “რუსთავი 2-სთვის” 6 მილიონზე მეტი ოდენობის ზარალის მიყენებისთვის, ბრალს წარუდგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები