LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსისა და ლედი გაგას ემოციური ცეკვა და ვნებიანი კოცნა – „ჯოკერი 2“ – ის პირველი „ტრეილერი“ გავრცელდა

2459
page

კომპანია Warner Bros.-მა „ჯოკერი 2“-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა და ის საოცრად შთამბეჭდავია. ტოდ ფილიპსის ფილმში, როგორც ცნობილია ხოაკინ ფენიქსი თამაშობს, მას კი პარტნიორობას ლედი გაგა უწევს.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ტრეილერში ჯოკერი და ჰარლი ქუინის ემოციური ცეკვა და ცეცხლოვანი კოცნაა აღბეჭდილი. Variety-ის ინფორმაციით, კინოსურათში მონაწილეობისთვის ხოაკინ ფენიქსმა 20, ხოლო ლედი გაგამ – 12 მილიონი დოლარის ჰონორარი მიიღო.

ცნობისთვის, „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ ეკრანებზე 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა.

შეგახსენებთ, პირველი „ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა, კინოსურათმა მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ხოაკინ ფენიქსმა „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში „ოსკარი“ დაიმსახურა.

„ჯოკერისა“ და „ჰარლი ქუინის“ ვალენტინობა – ახალი კადრები „ჯოკერი 2„- ის გადასაღები მოედნიდან

„გისურვებთ სასიამოვნო დღესასწაულებსა და არაჩვეულებრივ ახალ წელს“- „ჯოკერის“ ახალი კადრები გარცელდა

ცნობილია, რა ჰონორარი მიიღეს ხოაკინ ფენიქსმა და ლედი გაგამ ,,ჯოკერის” გაგრძელებაში მონაწილეობისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები