ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლამდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.