ხობის მუნიციპალიტეტში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ხობში ქალის ცხედარი იპოვეს – შსს-მ დამნაშავე დააკავა
სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, დაცვის მხარე კი ზანდა უბილავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
ზანდა უბილავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.