ხობში ავტომობილი ამოტრიალდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.