ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლე გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ცხედარი უკვე გადაასვენეს ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექსვე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.