LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში ძმამ ძმა დაჭრა

161
ძმამ ძმა დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები