ყოფილი პრემიერის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რითაც მან ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილი შეაფასა, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ეხმაურება და წერს, რომ გახარიამ თქვა ის, რაც გახსნილი ტექსტით თქვა ივანიშვილმა.
„რა თქვა გახარიამ?!
ანუ, თქვა ის, რაც არ თქვა გახსნილი ტექსტით ივანიშვილმა. კერძოდ:- საიდან სადამდე… ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მითები – გ. გახარია.
ვაჭრობა, როგორც ასეთი, ყიდვა-გაყიდვას ნიშნავს.
გამოდის, რომ ამერიკის ელჩი ივანიშვილთან სახელმწიფოს ყიდვის და გაყიდვის წინადადებით მივიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, არც სამშვიდობო პოლიტიკა, არც პოლიტიკური ორიენტირები, არც პოლიტიკური მმართველობის ფორმა და არც მმართველი ძალაა,
ბ ი ძ ი ნ ა ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ მ ა ს ა მ შ ო ბ ლ ო არ გ ა ყ ი დ ა!
ჰოდა, მართალია გახარია, დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ ფულზე ყველაფერი იყიდება.
ეს, შესაძლოა, წარმოუდგენელი იყოს დეგნანისთვის, სულგაყიდული ოპოზიციისთვის, გახარიასთვის, ხაზარაძისთვის… მაგრამ ეს ასეა და ბასტა!
დიახ, სამშობლო ფულზე არ იყიდება ნაღდი ქართველისთვის და ღირსეული კაცისთვის!
შენ გაგიმარჯოს, ბიძინა!“. – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვრცლად:
ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს