LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ არ გირჩევნია საქმეები სასამართლოში გავარჩიოთ? თუ სახლში წახვალ და დედიკოს კალთაში აქვითინდები, როგორც ეს ადრე გააკეთე?“ – ბრიტნი სპირსის შურისძიების ცეკვა და მუქარა ჯასტინ ტიმბერლეიკს

330
page

ბრიტნი სპირსსა და ჯასტინ ტიმბერლეიკს შორის დაძაბული ურთიერთობამ კიდევ უფრო დრამატული ხასიათი შეიძინა. ჯასტინმა ექს-შეყვარებულის ბოდიში არ მიიღო და ბოლო კონცერტის მსვლელობისას საკულტო ჰიტი, Cry Me a River შეასრულა, რომელიც მან ბრიტნისთან დაშორების შემდეგ გაავრცელა. სიმღერის დაწყებამდე კი განაცხადა:

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ბოდიში არავის მოვუხადო!“

ვიდეო: ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბრიტნი სპირსის ბოდიში არ მიიღო – ექს-წყვილის ომმა სცენაზე გადაინაცვლა

პასუხი არც პოპ-პრინცესამაც არ დააყოვნა, მან ინსტაგრამზე წითელი კაბით ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეო გაავრცელა.

„გავიგე, რომ ვიღაც ჩემზე ცუდად საუბრობს, ხომ არ გირჩევნია საქმეები სასამართლოში გავარჩიოთ? თუ სახლში წახვალ და დედიკოს კალთაში აქვითინდები, როგორც ეს ადრე გააკეთე?“, – დაწერა სპირსმა, შემდეგ კი თავისი საჯარო ,,ინსტაგრამ ექაუნთი” დახურა.

ბრიტნი სპირსმა ჯასტინ ტიმბერლეიკს ბოდიში საჯაროდ მოუხადა

„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები