LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ არ მოვიდა დრო, გერბზე დავაწეროთ „მამული, ენა სარწმუნოება“? ამით ჩვენ ბევრ რამეს გადავწყვეტთ“- ფრიდონ ინჯიას ინიციატივა

177
ფრიდონ ინჯია

დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს.

აღნიშნული განცხადება ინჯიამ  პლენარულ სხდომაზე „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების განხილვის დროს გააკეთა.

„გერბზე აწერია „ძალა ერთობაშია“. ხომ არ მოვიდა დრო, გერბზე დავაწეროთ „მამული, ენა სარწმუნოება“? ამით ჩვენ ბევრ რამეს გადავწყვეტთ. როგორც ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი?“ – განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას პასუხად პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება ინიციირებულ კანონპროექტს არ ეხებოდა, მაგრამ თუ მას ამ თემაზე წინადადება ექნება, მოსმენისთვის მზად არიან.

„გერბის გადახედვა კონსტიტუციის გადახედვის რეჟიმშია“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g