ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაიშში მეზობლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა – მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადებს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.