ხონის საკრებულოს თანამშრომელს საფულე მოპარეს, – ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ქურდობა მუნიციპალიტეტის შენობაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს შენობაში რამდენიმე საფულე მოიპარეს. თუმცა, შსს-ში განმარტეს, რომ მხოლოდ ერთ საფულეზეა საუბარი.