ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა – მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.