ხონის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. შემთხვევა დღეს მოხდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხონის მერიაში აცხადებენ, რომ ორ დღეში ახალ ნაძვის ხეს დადგამენ.
“დაახლოებით, დილის 4 საათისთვის ნაძვის ხე იწვოდა, გამოძახებული გვყავდა შესაბამისი სამსახური. ცხადია, ნაძვის ხე ანთებული იყო, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით დაუდგენელია”, – განმარტავენ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.