LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

66

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დაჭრილი გონზე ამ დრომდე არ მოსულა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს.

“პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა კვლავ მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაცია ორ ეტაპად, ღამის განმავლობაში რაიმე დამატებითი საოპერაციო ჩარევა საჭირო არ გამხდარა”,- აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ პაციენტს ერთი ოპერაცია ორ ეტაპად ჩაუტარდა.

გუშინ ერთი ოპერაცია ჩატარდა. საოპერაციოშივე დინამიკაში დაკვირვება მიმდინარეობდა, კიდევ გახდა საჭირო ჩარევა. ერთი ოპერაცია ჩატარდა ორ ეტაპად“, – აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში. 

გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g