LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატია გველოდება: საქართველო ვიცე ჩემპიონთან ამხანაგურს ითამაშებს

uniInc

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს ხორვატიასთან. მატჩი 19 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება სწორედ ხორვატიასთან მოიპოვა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, ლევან კობიაშვილის მიერ მატჩის ბოლოს გატანილი ერთადერთი გოლით მაშინაც ძალიან ძლიერ ხორვატიას მოვუგეთ. სტუმრად კი 1:2 დავთმეთ.

ხორვატია ბნოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მონაწილე და ფიფას რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები