LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიელები მშობლებს ყველაზე გვიან ტოვებენ – სტატისტიკა

132
A_9UxoM6Fdvf3q6nqYomyCcpplp_H8NP9iSYhnkuEW4

ხორვატები იმ ევროპელთა რეიტინგში ლიდერობენ, ვინც მშობლებთან ყველაზე დიდ ხანს ცხოვრობენ, უმრავლეს შემთხვევაში დამოუკიდებელ ცხოვრებას ისინი 33 წლის ასაკში იწყებენ.

ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

30 წლის შემდეგ მშობლების სახლს სლოვაკები, ბერძნები, ბულგარელები, ესპანელები, მალტელები და იტალიელები ტოვებენ.

სხვებზე უფრო ადრე დამოუკიდებელ ცხოვრებას ჩრდილოეთ ევროპელები ეჭიდებიან. მათ სიაში არიან ფინელები, შვედები და დანიელები.

ევროკავშირის მაცხოვრებლები მშობლების სახლს საშუალოდ 26,4 წლის ასაკში ტოვებენ. საინტერესოა ისიც, რომ გოგოები მშობლებთან უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ვიდრე ვაჟები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g