LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: გვარამიას დაჩქარებულად დაკავება ძალიან სახიფათოა, რამდენადაც ევროკავშირში კითხვარის შევსებისა და პასუხის მოლოდინის რეჟიმს ემთხვევა

106
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებისა და ევროკავშირის კითხვარის შესახებ ისაუბრა.

ხოშტარიამ განმარტა, თუ რა საფრთხეებს შეიცავს აღნიშნული ფაქტი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

“პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური დევნა ახალი არ არის, თუმცა ნიკა გვარამიას დაჩქარებულად დაკავება ძალიან სახიფათოა, რამდენადაც ევროკავშირში კითხვარის შევსებისა და იქიდან პასუხის მოლოდინის რეჟიმს ემთხვევა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ამას პროცესზე გავლენა არ ჰქონდეს.

ევროკავშირის კითხვარში მოცემულია სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე 10 პუნქტი და მედიის დამოუკიდებლობის თემაზე 8 პუნქტი, სადაც ზოგადი დემოკრატიის საკითხზე კი არ არის საუბარი, არამედ დასმულია კითხვა ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და იმაზე, არის თუ არა ბრალდებები ჟურნალისტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ და იქვე დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე იქნება ძალიან ცუდი ზიანის მომტანი.

ამასთან, მისი თქმით, ამ თემაზე ასევე საუბარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ეუთოს და საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშებში, სადაც გვარამიას საქმე ჯერ კიდევ მის დაკავებამდე, მოყვანილია როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.

ხოშტარიას თქმით, მიუხედავად ამ გავლენიანი, კრიტიკული შეფასებებისა, ნიკა გვარამია სწორედ ევროკავშირის კითხვარის შევსების დროს დააკავეს.

როგორც “დროას”ლიდერმა აღნიშნა, რუსეთის უკრაინასთან ომის პირობებში, მაშინ როდესაც ისტორიული მომენტი დგება და ნატოსა და ევროკავშირის კარი ღიაა, ჩვენ ამ პროცესს პირდაპირ დარტყმას ვაყენებთ.

წულუკიანი გვარამიაზე: ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო

ცნობისთვის, დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.

“ვიბრძვით მთავარისთვის” – დღეს 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება

ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, აგერ თქვენ და აგერ მე, არავინ მივა – ელისაშვილის თქმით, აქციებს არ შეუერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები