LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი გვარამიაზე: ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო

504
bzamochra (5)

„თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანი: აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებული აქცია ჩაატაროს

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი თანხის სხვა კერძო კომპანიაში გადატანით იყო დაკავებული. მისივე თქმით, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას აწარმოებდა საქართველო, ის ხედავდა, რომ  გვარამიას მიზანი „რუსთავი 2-ის“ გაკოტრება იყო.

მისივე სიტყვებით, “სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს”.

“მე „რუსთავი 2-ს“ ვუსურვებ ამ თანხის როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული. მესმის, რომ რეალობა მწარეა. არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მიტაცებულიო“, – განაცხადა წულუკიანმა.

“მოლოდინი პოზიტიურია, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან შეხვედრასაც მოვითხოვთ” – რა შედეგით დასრულდა მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ელჩთან

ცნობისთვის, დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.

“ვიბრძვით მთავარისთვის” – დღეს 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება

ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, აგერ თქვენ და აგერ მე, არავინ მივა – ელისაშვილის თქმით, აქციებს არ შეუერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g