LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებული აქცია ჩაატაროს

75
თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ ოპოზიციამ წარმატებული აქცია გამართოს. ვიცე-პრემიერის თქმითვე, შესაბამისად, მისთვის ეს საკითხი ნაკლებად საინტერესოა.

„აქციების შესახებ არ მსმენია, სავარაუდოდ რაღაც გამომრჩა. ალბათ დიდად ყურადღებას აღარავინ აქცევთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია აქციებს გამართავს. მე აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ამომრჩეველში, საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ წარმატებული აქცია ჩატარდეს. შესაბამისად, პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას რასაკვირველია, ამისი რესურსი არ აქვს. ამიტომ ეს საინტერესო დიდად არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღესვე, მედიასთან საუბრისას მინისტრი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, არ ჰგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უსამართლო, უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღოს და სააკაშვილი შეიწყალოს.

“ესენი ის პოლიტიკური ხალები და ადამიანები არიან, ვინც მუდმივად საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვით არიან დაკავებული. მათ პრეზიდენტი მხოლოდ მაშინ მოსწონთ, როდესაც მოეჩვენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის ნეიტრალური და მათ მხარეზეა. ამ დროს მოსწონთ და უყვართ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაუბრუნდა ნეიტრალურ პოზიციას, აღარ მოსწონთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.

ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, აგერ თქვენ და აგერ მე, არავინ მივა – ელისაშვილის თქმით, აქციებს არ შეუერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g