LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: „ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს“

125
Untitled design

„გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც მარტის საპროტესტო აქციებს ეხება“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ევროპარლამენტარების მიმართვა შეიცავს ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული:

„წერილში ასევე, ძალიან მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე ფიქრიც კი, დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება.

ბუნებრივია, ამ წერილს ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოაქვეყნებდა და ეცდებოდა, რომ კარგად დაემალა, მაგრამ ამ წერილს ვაქვეყნებთ და შეგიძლიათ ნახოთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები მშვიდობიანი პროტესტანტების, ახალგაზრდების და არასამთავრობო სექტორის უფლებების დაცვას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ორი ევროპარლამენტარის – „თავისუფლების, ერთობის და სოლიდარობის პარტიის“ წევრის, ვლად გეორგეს და დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრის, კარენ მელქიორის ერთობლივ მიმართვას „დროა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ნებისმიერი შემდგომი ძალადობრივი ქმედება, უკანონო დაპატიმრებები და დემონსტრანტთა სამართლებრივი დევნა გამოიწვევს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას, არამედ, შესაძლოა, შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასაც იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი.

გარდა ამისა, ევროკავშირი დიდი გულისყურით აკვირდება რუსი ინდივიდებისა და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს და არ მოითმენს საქართველოს სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემის ინსტრუმენტალიზაციას სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების მიმართვაში.

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

„მიზანმიმართულად ხდება პრემიერის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.. ვრცელდება ფეიკნიუსები“ – მთავრობის სტრატკომი

კინზინგერი პრემიერის განცხადებაზე: საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო 

magti 5g