LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

173
ღარიბა

„ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს სიცრუე და სისულელეა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით.“

„ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს სიცრუე და სისულელეა. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის “ანარქისტებმა”, რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს შემაშფოთებელია, რაც აქ ხდება.

ეს ორგანიზაცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უკვე გადაქცეულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და ცოტაღა უკლია, რომ ტერორისტული გახდეს. – განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ – ღარიბაშვილი

პოპულალურები