LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირად დაიბანეთ ხელები და გაანიავეთ ოთახები – რა დაავადებების რისკი იზრდება ზაფხულში

282
ზაფხული

ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ გრილი წყალი, გაანიავეთ საცხოვრებელი და ოფისი, არ იაროთ გარეთ – ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომლის გათვალისწინებასაც დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აძლევს.

„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება, გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ, არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გამწვავების რისკი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.

„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

magti 5g