LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად ეკითხებოდა მეუღლეს, ხომ შევინარჩუნე ახალგაზრდობა და მიმზიდველობაო… ის კი ადგა და 25 წლის გოგოსთან წავიდა“ – ნიკოლ კიდმანი განადგურებულია, მედიაში კი ახალი დეტალები ვრცელდება

1018
page

ნიკოლ კიდმანისა და კიტ უბრანის დრამატული განშორების ამბავი ბოლო კვირების უდავოდ ყველაზე აქტუალური ჰოლივუდური ამბავია. მედიაში უკვე წყვილის 19 წლიანი ოჯახის დანგრევის შესახებ უამრავი დეტალი გავრცელდა.

უკვე ცნობილია, რომ კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.

კიტ ურბანმა ნიკოლ კიდმანი 25 წლის გოგონას გამო მიატოვა – უახლესი დეტალები

ნიკოლ კიდმანი მეუღლის ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

58 წლის ნიკოლის ახლობლები იუწყებიან, რომ ის წლებია მოწადინებულია შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სწორედ ამიტომ ურბანის სავარაუდო არჩევანი მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.

„ეს ნიკოლისთვის ნამდვილი დარტყმაა, ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა ახალგაზრდად და მიმზიდველად დარჩენილიყო. ხშირად ეკითხებოდა მეუღლეს, ხომ შევინარჩუნე ახალგაზრდობა და მიმზიდველობაო. ეს, როგორც ჩანს, კიტისთვის მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელი იყო, ადგა და 25 წლის გოგოსთან წავიდა“ – განუცხადა გამოცემა Mirror-ს წყარომ და აღნიშნა, რომ მსახიობისთვის გარეგნობა ყოველთვის სუსტი წერტილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდმანმა სასამართლოში უკვე შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ და მიზეზად „მოუგვარებელი უთანხმოება“ დაასახელა. შეთანხმების მიხედვით, შვილებთან 306 დღე იცხოვრებს ნიკოლი, ხოლო 59 დღე კიტი.

ალიმენტებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ორივე თვეში 100 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ისინი ქონებას თანაბრად გაიყოფენ, თუმცა პირადი აქტივები და საავტორო უფლებები თითოეულს დარჩება.

ნიკოლ კიდმანმა ეროტიკული ფილმის გადაღებების დროს განაცხადა, რომ აღარ სურდა მას ვინმე შეხებოდა – ახალი დეტალები ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის დრამატული დაშორების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები