ურთიერთობები და ქალის მოლოდინები – ამ თემებზე მეტაფიზიკოსი, ურთიერთობებისა და წყვილების ქოუჩი ხათუნა მზექალაშვილი „სალომე კასრაძის“ პოდკასტში საუბრობს.
მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ქალი წლების განმავლობაში ელოდება პარტნიორს, რომელიც მის ყველა მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს. მისი განმარტებით, ურთიერთობა პარტნიორებს შორის თანაზიარებაზე და ეტაპობრივ განვითარებაზე უნდა შენდებოდეს და არა სრულყოფილების მოლოდინზე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ურთიერთობებში გამოცდილება აუცილებელია და ადამიანმა უნდა გაიაროს როგორც დადებითი, ისე რთული ეტაპები. მისი თქმით, გულის ტკივილი და იმედგაცრუება ხშირად განვითარების ნაწილი ხდება და სწორედ ამ პროცესში ყალიბდება პიროვნული სიბრძნე.
ხათუნა მზექლაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბევრი ადამიანი ერიდება ემოციურ ტკივილს, რის გამოც თავს არიდებს ურთიერთობებს, რაც საბოლოოდ პიროვნულ ზრდას აფერხებს. მისივე შეფასებით, თანამედროვე საზოგადოებაში ნარცისიზმის ნიშნებიც მომატებულია და ეს ტენდენცია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეინიშნება.
„ახლა ყოველი მეოთხე ნარცისია – ქალიც და კაციც“, – ამბობს ხათუნა მზექალაშვილი.
მისი განმარტებით, ადამიანის კეთილდღეობისა და ჰარმონიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზომიერებას, ემოციურ კავშირსა და გაცნობიერებულ ურთიერთობებს.
