გადაცემა „ჯანმრთელობის რეცეპტი“ მანჩო ქარსელაძესთან ერთად ამჯერად თერმული წყლების სასარგებლო თვისებების შესახებ მოგვითხრობს.
თერმული წყლების სასარგებლო თვისებები:
გარეგანი მკურნალობა და პროცედურები განაპირობებს კუნთების მოდუნებას და
აქვს რბილი მასაჟის ეფექტი;
ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას;
ხსნის სტრესს და აწესრიგებს ძილის რეჟიმს;
წყლის მინერალური შემადგენლობა განაპირობებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების სტიმულირებას;
მნიშვნელოვნად უმჯობესდება იმუნიტეტი და მცირდება ავადობის რისკი;
უმჯობესდება კანის მდგომარეობა – იგი ხდება ნაზი, ელასტიური და გლუვი.
წყლების სამკურნალო თვისებები ორგანიზმს ეხმარება სასიცოცხლო ფუნქციების გაუმჯობესებასა და აღდგენაში.