LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხუდონჰესის” ტიპის პროექტებში თანხის განთავსებისას, საპენსიო ფონდი ფრთხილად უნდა იყოს… მთავრობას მართებს მეტი მუშაობა ხალხში, ამ კუთხით – სოსო ბერიკაშვილი 

166
სოსო ბერიკაშვილი ფორტუნა

„თუ დაბანდებები კარგი და სწორი იქნება, ეს არის ინვესტიცია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ანუ არაპირდაპირ, საერთო ჯამში, საზოგადოება სარგებლობს“, – ასე ეხმაურება “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის სხვადასხვა აქტივში დაბანდების საკითხს “ფორტუნასთან” საუბრისას.

ბერიკაშვილი „ნიკორას“ ობლიგაციებში ინვესტიციის ჩადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ წარმატებული საინვესტიციო პროექტის ინვესტორი იქნება საპენსიო ფონდი, ამაში ცუდი არაფერი არ არის.

„რისკები არსებობს, არსებობს ცუდი და კარგი გამოცდილებები მსოფლიოში. პორტფელი იმაზე სწრაფად უნდა გაიზარდოს, ვიდრე ინფლაცია იქნება ქვეყანაში, ანუ ახლა 500 ლარად რისი ყიდვაც შემიძლია, მომავალში რომ ავიღებ 1500 ლარს, ეს ამ 500 ლარს მაინც უნდა უდრიდეს. ანუ ეს ფული ინფლაციაზე სწრაფად უნდა იზრდებოდეს, ასე იყო აქამდე, სანამ ბოლო წელს მაღალი ინფლაცია გვქონდა“, – აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ობლიგაციებში ინვესტიცია ჩადო 

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს. 

რაც შეეხება “ხუდონჰესის” აშენებაში საპენსიო ფონდის თანხების გამოყენებას, რაზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა, ბერიკაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მთავრობას სიფრთხილე მართებს.

„ხუდონჰესთან დაკავშირებით, ხალხში შეიძლება იყოს პროტესტი, რომელსაც მე არ ვეთანხმები. არის პოპულარული აზრი, რომ ის აზიანებს ბუნებას. ასეთი ტიპის აქტივებში განთავსებისას, საპენსიო ფონდი ფრთხილად უნდა იყოს სოციალური და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, თორემ პირადად მე პრობლემას ვერ ვხედავ. ტექნიკურად რთული იქნება, ხალხს ვკითხოთ, უნდათ თუ არა მაგალითად “ხუდონჰესის” აშენება, რადგან ეს ცდება საპენსიო ფონდს, ამიტომ მთავრობას მართებს მეტი მუშაობა ხალხში იმ კუთხით, რომ ეს მნიშვნელოვანია“, – ამბობს ეკონომისტი.

გამოიყენებს თუა რა მთავრობა საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხას "ხუდონჰესის" ასაშენებლად - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

"ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ გრძელვადიან პროექტებში უნდა იქნეს მიმართული".

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი ფიქრობს, რომ საპენსიო ფონდში არსებული თანხის სხვადასხვა აქტივში დაბანდებისას, მთავარი საკითხია, რომ თანხა, რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით განთავსდეს.

„კანონის შესაბამისად, თანხა, რომელიც საპენსიო ფონდში აკუმულირდება, თავიდან უნდა განთავსებულიყო ნაკლებად რისკიან აქტივებში და შესაბამისად, ნაკლებად შემოსავლიან აქტივებში, როგორიც არის ბანკებში დეპოზიტებზე დადება. რაღაც პერიოდის მერე ეს თანხა უნდა განთავსდეს უფრო მაღალ რისკიან პორტფელებში, მაგალითად როგორიც არის „ნიკორა“, რომელიც საკმაოდ ძლიერი, სტაბილური, წარმატებული კომპანიაა. მთავარი ისაა, რომ დივესიფიცირებული იყოს ეს პორტფელი, ანუ რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით განთავსდეს ეს თანხა, იმ შემთხვევისთვის, თუ მაგალითად „ნიკორამ“ არ გაამართლა. ამ შემთხვევაში, პატარა თანხაზეა საუბარი. 3 მილიარდია ლარია თითქმის აკუმულირებული ფონდში და „ნიკორაში“ 35 მილიონი ლარი ჩაიდო“, – ამბობს ბერიკაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ინვესტიცია ჩადო.

ასევე, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა “ხუდონჰესის” პროექტის აშენების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი პროექტებისთვის საპენსიო ფონდის არსებული თანხების ნაწილობრივი გამოყენება შესაძლებელია. მისი თქმით, როდესაც პროექტი თავის თავში მომგებიანია, ის რომ ქვეყანა სახელმწიფო რესურსებს გამოიყენებს, მიზანშეწონილია, რადგან ეს იქნება ქართველი ხალხის თანხები, რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად, მოსახლეობა ეკონომიკურ სიკეთეს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები