LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: „ამის მომსწრე ვარ, პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთანო“

215
გია ხუხაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

„ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ – პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგობა, ადეიშვილი დღეს, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო.

გია ხუხაშვილმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლებას იგი პროპაგანდისთვის სჭირდება:

პრემიერი: „ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე.. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო“

„ხელისუფლებას ეს სტატუს-კვო ურჩევნია, აქ ადეიშვილი არაფერში სჭირდება. სამაგიეროდ, აგერ შორიდან ემუქრებიან და ისევ ჩვენს დასავლელ პარტნიორს ლანძღავენ. მათ ადეიშვილი პროპაგანდისთვის სჭირდებათ, ისევე, როგორც სჭირდებოდათ უცხოეთში მყოფი მიშა, რათა მგელი მოდისო ეძახათ და ხალხი შეეშინებინათ.

მერე შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ კარგა ხანს კი იხეირეს ამის ძახილით. თავის დროზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ საკმარისი საერთაშორისო სტანდარტის მტკიცებულებები წარედგინათ და ადეიშვილი დღემდე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილიყო.

დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად არ გააკეთეს, შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის აცხადებენ მონსტრად. დაკავებული კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებებიც კი არ წარუდგინეს საფრანგეთს და ის გაათავისუფლეს… ახლა კი დგას „ქართული ოცნება“ და დღედაღამ ლანძღავს, დამნაშავედ აცხადებს.

საქართველოს მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია

ახლა რასაც გეტყვით, ამის მომსწრე ვარ და ყურმოკრულს არ ვამბობ – პირადად ჩემთვის ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, ადეიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ხომ არ გველაპარაკა მასთან და ჩვენს ხელისუფლებაშიც ხომ არ მოგვეწვიაო. მე და რამდენიმე კაცი წავედით სასტიკი წინააღმდეგი, რადგან დამნაშავედ მიგვაჩნდა.

ჩვენ რომ დავთანხმებოდით, ადეიშვილი დღეს შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ყოფილიყო. ბიძინას ხომ ეს პოლიტიკა ჰქონდა, მზად იყო ნებისმიერი ნაძირალა ჩაეხუტებინა გულში, ვინც კი მიშას შეაგინებდა და ბიძინას ერთგულებას შეჰფიცებდა.

დიდი ბოდიში, მაგრამ ადეიშვილს კი აცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ ადეიშვილის ბარტყები, მთელი მისი შექმნილი სისტემა, კოლექტიურ მურუსიძეს რომ ვუწოდებთ, მისი გამოზრდილო მოსამართლეებით და პროკურორებით, ახლა ამ ხელისუფლების ბურჯი არ არის? ისინი მართავენ დღეს სისტემას“. – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g