LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი მოშიმშილეებზე: პოლიტიკის ნიშანწყალიც არ არის, ერთი კაცის გამოშვება უნდათ, მიშას პრობლემა გადაწყდება, ხალხის – არა

425
BeFunky-collage (75)

ქართული პოლიტიკის პარადოქსია, როდესაც ერთის მხრივ არის პროტესტის რადიკალური ფორმა, რაც გულისხმობს ულტიმატუმს და მეორეს მხრივ, საუბარია რაღაც დიდ შერიგებაზე, ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებით ვმოძრაობთ, – ასე ეხმიანება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მასობრივი შიმშილობის დაწყების აქციასა და ამ ფონზე, ეროვნული შერიგების მიზნით პრეზიდენტთან დაწყებულ კონსულტაციებს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყანებული მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სარგებლის მომტანი არ არის. ამ კონტექსტში ხუხაშვილი მიუთითებს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებიც მისივე სიტყვებით, ვერ გარკვეულან ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე – ეს არის პოლიტიკური დევნა თუ მართლმსაჯულების განხორციელება.

„მოთხოვნა ის კი არ უნდა ყოფილიყო, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს სააკაშვილი, არამედ მოთხოვნა უნდა იყოს სამართლიანი მართლმსაჯულების ორგანიზება მის მიმართ. ამ საზოგადოების პრობლემა მართლმსაჯულების, პოლიტიკური დევნის საკითხია.

დავუშვათ, რომ სააკაშვილი ხვალ გამოვუშვათ ციხიდან, ამ მოთხოვნის შედეგად თუ ისე, ამით პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა გადაწყდება ? არ გადაწყდება. შესაბამისად, საზოგადოება ვერ მიიღებს ვერანაირ სარგებელს. აქედან გამომდინარე, ამ აქციის მხარდაჭერაც ძალიან პირობითია და შეზღუდულია.

აქ საერთოდ, პოლიტიკის ნიშანწყალი არ არის – რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, ეს არის მაინც პერსონალური საკითხი – ერთი კაცის გამოშვება უნდათ ვიღაცებს.

კაი მიშა გამოუშვეს, ხაზარაძე დაიჭერს, რამე გამოსწორდა ამ ქვეყანაში ამით? ამიტომ, კარგი იქნებოდა ვექტორი შეუცვალონ ამ შიმშილობას, არამედ მოითხოვონ სამართლიანი მართლმსაჯულება მის მიმართ, მისთვის მისჯილი საქმეების თავიდან გახსნა, ახალი გარემოებების და ნახოს, საზოგადოებამ, რათა დავრწმუნდეთ – დამნაშავეა თუ უდანაშაულოა.

უპირობო გათავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხები არ უნდა მივიღოთ, მიშას პრობლემა გადაწყდება, მაგრამ საზოგადოების არა“, – განაცხადა გია ხუხაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

აქციები, რა თქმა უნდა იქნება, მხოლოდ შიმშილობით არ შემოვიფარგლებით: ზაალ უდუმაშვილი

შიმშილობით მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ: დავით ჭიჭინაძე

პოლიტოლოგი „ფორტუნას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებასაც გამოეხმაურა შიმშილობის აქციის მიზნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პერსონალიზაცია სწორი მიდგომა არ არის.

"მხოლოდ მიშას გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი" - რა შემთხვევაში შეწყდება მასობრივი შიმშილობა

მნიშვნელოვანია ქალბატონ ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული შერიგების პროცესი. ჩვენ ველოდებით მისგან კონკრეტულ წინადადებებს, ხედვებს, მას შემდეგ რაც მან ეს იდეა გააჟღერა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ეს არ უნდა აღვიქვათ ერთი ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნად, ძნელია ასე არ აღვიქვათ, რადგან ამ შიმშილობის მაგიდაზე სხვა საკითხი არ დევს. შეიძლება ნუგზარ წიკლაურს აქვს კეთილი სურვილები, მაგრამ ჩვენ არც ის და არც პარტია გვაძლევს საშუალებას ამას სხვანაირად შევხედოთ.

ვფიქრობ, პოლიტიკაში პერსონალიზაცია, ერთი პერსონის ბედთან დაკავშირება მაინცდამაინც სწორი არ არის. მითუმეტეს იმ ვითარებაში, რომ ამ პერსონას არ ჰყავს ფართო მომხრეები ამ საზოგადოებაში, ჰყავს მოწინააღმდეგეები და ჰყავს ადამიანები, ვინც ვერ გაერკვნენ რასთან გვაქვს საქმე – ეს არის პოლიტიკური დევნა თუ მართლმსაჯულების განხორციელება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. მელიამ მასობრივი, უვადო შიმშილობა გამოაცხად იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება. მისივე განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.

magti 5g