LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში 5-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

862
BeFunky-collage - 2023-01-23T202608.940

ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც მერის წარმომადგენელმა სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაულ მახარაძემ მედიას განუცხადა, ხანძრის სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობაა.

„ხანძარი ამ წუთას ლოკალიზებულია და მუშაობს 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა. ალბათ 1 საათში სრულიად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი. დაიწვა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი“, – აღნიშნა რაულ მახარაძემ.

მისი თქმით, ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრი ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად.

„პროგრამის შესაბამისად მოხდება საკითხის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, – საუბრობს რაულ მახარაძე.

საგულისხმოა, რომ სახლის დამხმარე ნაგებობები არ დამწვარა.

“ბათუმელების” ცნობით, აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სარეზერვო ფონდიდან გასცემს თანხას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g