ხულოში, სოფელ რაქვთაში შუახნის კაცი სავარაუდოდ დათვის თავდასხმის შედეგად დაშავდა. ის უგონო მდგომარეობაში ახლობლებმა ტყეში იპოვეს. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. დაშავებული კაცი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკა „მედალფას“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა მზია ბერიძემ განუცხადა, ამ დროისთვის კაცი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკაში არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, ნამდვილად დაესხა თუ არა დათვი კაცს.