LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას

158
ფორტუნა - 2023-03-14T144052.918

„მსგავსი ქმედება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის“, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, მსგავსი ქმედება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არ შედის.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვესპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

„ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება – „არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…“ და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები, ქმედებები მიუღებელია და სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ – ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

 

 

 

 

 

magti 5g