LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთში, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის დამონტაჟების საკითხს ქართული მხარე გააპროტესტებს

ergneti-2_48c3c

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ქართული მხრიდან უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე დაესწრება.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის დამონტაჟება იქნება.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g