LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს

138
fot (1)

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პროცესი განაახლეს, ადგილზე დამონტაჟდა ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g