ბრიტანელმა ხუთი შვილის დედამ 115 კილოგრამის დაკლება შეძლო. 35 წლის საიმონ გეითმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა, ამიტომ სწორად კვება და ვარჯიში დაიწყო. სულ რამდენიმე თვეში 5 შვილის დედამ 115 კგ. დაიკლო და ნამდვილ ლამაზმანად იქცა. სიმონმა გადაწყვიტა, რომ თავისი წარმატება სხვებისთვისაც გაეზიარებინა და ცოტა ხნის წინ ვიდეობლოგების გაკეთებას შეუდგა. ბრიტანელი თავის დღეს დილის 5 საათზე სირბილით იწყებს, მოგვიანებით კი სპორტდარბაზშიც ვარჯიშობს. მრავალშვილიანი დედა, რომლის უფროსი შვილიც 9 წლის, უმცროსი კი მხოლოდ 2 წლისაა, აღნიშნავს, რომ სწორად დაგეგმვით ის ყველაფერს ასწრებს, პატარებსაც უვლის და დრო საკუთარი თავისთვისაც რჩება.
A post shared by SIMONE GATELY OFFICIAL (@simonegatelyfitmum5) on