LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხუთნი იყვნენ.. ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც“ – შეიარაღებული ძარცვა სიღნაღის სოფელ მაღაროში

935
ფორტუნა - 2023-08-31T130804.611

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 5 მძარცველი უსუფაშვილების ოჯახში შეიჭრა და მათი კუთვნილი 50 ათასი დოლარის ოდენობის თანხა წაიღო.

80 წლამდე ასაკის ზაურ უსუფაშვილს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება.

დაზიანებები აქვს მიღებული მის შვილს, დავით უსუფაშვილსაც, რომელსაც მკურნალობის კურსი ამ დრომდე უგრძელდება.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.

„ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ნიღბებით იყვნენ, მხოლოდ თავები უჩანდათ, წაიღეს ფული, ოქრო, რაც გვქონდა“ – ჰყვება მამაკაცი.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5-მა შეიარაღებულმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5-მა შეიარაღებულმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა | ნაცემია მამა-შვილი, წაღებულია ფული და ძვირფასეულობა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday, August 31, 2023

 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ფორტუნას“ განუცხადა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

უწყებას მძარცველები ჯერჯერობით არ დაუკავებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები