LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთვარსკვლავიანი „ბორჯომი ლიკანის“ გასაყიდი ფასი 8 მილიონით შემცირდა

96
ქ

„ბორჯომი-ლიკანის“ საწყისი ფასი აუქციონზე, რომელიც სასტუმროს გაყიდვის მიზნით მეორედ ცხადდება, 30 მილიონ დოლარამდე იქნება. საპარტნიორო ფონდი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საწყის გასაყიდ ფასს, დაახლოებით, 8 მილიონი დოლარით ამცირებს. აუქციონი მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, სასტუმროს გაყიდვის მიზნით საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, თუმცა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვით, არც ერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა.

2018 წლამდე საპარტნიორო ფონდი სასტუმროს 50%-იან წილს ფლობდა, თუმცა 2018 წელს მან „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმრო ყაზახური მხარისგან გამოისყიდა და აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g