LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქცია ეწყობა

103
8acdd42408d06f9a05c57c676d2bd385

4 ოქტომბერს, რიყის პარკში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქციას მოაწყობს.

აქციის ფარგლებში მიუსაფარი, დაკარგული და თავშესაფარში პატრონების მიერ ჩაბარებული ცხოველები გაჩუქდებიან.

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრები მომავალ პატრონს რიყის პარკში მშვიდობის ხიდთან, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე დაელოდებიან.

“4 ოქტომბერს, ცხოველთა დღე საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება და რამდენიმე ათეული ქვეყნის ცხოველთა დამცველებს აერთიანებს. ამ დღის მიზანია გაიზარდოს ცხოველების კეთილდღეობის სტანდარტი და საზოგადოების განათლების გზით, გლობალურ ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდეს ყველა ცხოველისათვის,” – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g