ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილს 22 მარტს დაკრძალავენ. აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა სოციალურ ქსელში ხვალინდელ მძიმე დღეზე წერენ.
„ხვალ ძალიან მძიმე დღეა. ვაცილებთ დათა პაპას უკანასკნელ გზაზე… 3 საათზე მას მიაბარებენ ხურვალეთის ოკუპირებულ მიწას..
ხვალინდელი დღე ძალიან დატვირთული იქნება ემოციებით, ამიტომ დღეს მინდა გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს, ვისი დახმარებით და გვერდით დგომით ხვალ ოკუპირებულ ხურვალეთში სარიტუალო სუფრასთან დათა პაპას შესანდობარს იტყვიან.
ეგორ კუროპტევი, მანუჩარ ახალაია, შუქრი ბურჭულაძე, ვაჟა გაფრინდაშვილი, ნინო დალაქიშვილი, ნინო ნიპარიშვილი, ირაკლი კარიჭაშვილი . ❤️ძალა ერთობაშია , – წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.
დღეს დათა ვალიშვილის მეუღლემ, ვალია ვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მეუღლესთან ბოლო საუბრის ისტორია გაიხსენა. დათას სურვილი იყო, ისიც ბოლო წუთამდე ყოფილიყო სახლის სადარაჯოზე და არ დაეტოვებინა.
დღეს საოკუპაციო ხაზთან უამრავი ადამიანი მივიდა და მავთულხლართებზე დათა პაპას საპატივსაცემოდ ყვავილები დატოვეს.