გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქეს, თამაზ გინტურს ხვალ, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.
ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი, დავით ქაცარავა მოქალაქეებს მიმართავს, ხვალ მსურველები თბილისიდან კირბალის მიმართულებით საავტომობილო კოლონით გაემართონ:
„ხვალ, კირბალში, 13:00-ზე, მაიორ გინტურის გასვენებაა.
ვისაც სურვილი აქვს, 9:30 – 10:00-ზე შევიკრიბოთ ველოსიპედთან და ერთად, საავტომობილო კოლონით დავიძრათ კირბალის მიმართულებით.
10:30-10:45 გავჩერდეთ მცხეთის ჯვრის ქვემოთ, ავტობანზე და იქიდან გავაგრძელოთ გზა კირბალისკენ“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ხვალ, კირბალში, 13.00 ზე, მაიორ გინტურის გასვენებაა.
ვისაც სურვილი აქვს – 9.30 – 10.00 შევიკრიბოთ ველოსიპედთან და…Posted by დავით ქაცარავა on ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2023
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ